GE EN

ბიზნესი

ღვინის ეროვნული სააგენტო: "ხომლის მარანი" არის მცირე მარანი, რომლის პროდუქციაც ამ დრომდე არ დაქვემდებარებია ორგანოლეპტიკურ შემოწმება/დეგუსტაციას

ღვინის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ „ხომლის მარანი“ არის მცირე მარანი, რომლის პროდუქციაც ამ დრომდე არ დაქვემდებარებია ორგანოლეპტიკურ შემოწმება/დეგუსტაციას.

1777563595

Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance-მა, 27-ე ყოველწლიური დაჯილდოების ფარგლებში, გალტ & თაგარტი საქართველოში 2026 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.

1777560194

გენადი არველაძე: არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაციის მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი დაფიქსირდა როგორც სატრანსპორტო-ლოგისტიკის, ისე ენერგეტიკის მიმართულებით საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაზე

საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების მაღალი დონის დელეგაციის მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი დაფიქსირდა როგორც სატრანსპორტო-ლოგისტიკის, ისე ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებაზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან, საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

1777559391

1 მაისს, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია თავის დასკვნას წარადგენს

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, ნავთობკომპანიების მონაწილეობით, საწვავის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესები განიხილეს.

1777554236

სოფელ ქვედა საზანოს  N1 საჯარო სკოლის პროექტირება - რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N1  სკოლა, გათვლილი იქნება 300 მოსწავლეზე და სრულად მოერგება თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

1777550509

დავით სონღულაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი  მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების რეგიონულ დირექტორს ევროპასა და ცენტრალურ აზიაში სამეჰ ნაგიბ ვაჰბას და რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისს შეხვდა.

1777550000

არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრი: არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს

“არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, - ამის შესახებ განცხადება არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა, საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერიმ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

1777547412

ვახტანგ ცინცაძე: მარტის თვის მაჩვენებლები ადასტურებს, რომ გლობალურად ეკონომიკური ზრდის პერსპექტივების გაუარესების მიუხედავად, საქართველოში ეკონომიკური ზრდა ძლიერდება

„საქართველოს ეკონომიკური ზრდის მარტის თვის მაჩვენებლები ადასტურებს, რომ გლობალურად ეკონომიკური ზრდის პერსპექტივების გაუარესების მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ძლიერდება.  კერძოდ - მარტის თვეში  ეკონომიკური ზრდის  მაჩვენებელმა 10.7% შეადგინა, ხოლო პირველი კვარტლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.1%-ით განისაზღვრა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შეფასებისას.

1777546774

ქობულეთში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა - ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის შედეგად, ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოში კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინეს. ინდივიდუალური მეწარმე ნ. ჟ. (მის: ქობულეთი, დაბა ჩაქვი მე-7 რაიონი, აჭარის ქუჩა N89) საცხოვრებელი სახლის ეზოში, კუსტარულად მოწყობილ სივრცეში, ფრინველს კლავდა სავალდებულო აღიარებისა და  ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე.

1777545410

საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბია - Global Finance

საქართველოს ბანკის AI კვლევითი ლაბორატორია საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა მსოფლიოს საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბორატორიად დაასახელა. ყოველწლიური დაჯილდოება Innovators Awards 2026 ფინანსურ სექტორში ახალი ტექნოლოგიური იდეების, პროდუქტებისა და მომსახურებების განვითარების კუთხით გამორჩეულ ორგანიზაციებს აჯილდოებს.

1777543762

საქართველოს ბანკი, Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის მხარდამჭერია

საქართველოს ბანკი ტექნოლოგიური ეკოსისტემისა და ინოვაციური იდეების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის (Colosseum Hackathon) ქართული ჰაბის მასპინძელი იქნება.

1777543483

გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს და მის თანმხლებ ბიზნეს - დელეგაციას შეხვდნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერის შეხვდნენ, რომელიც საქართველოს კერძო სექტორის წარმომადგენლობითი დელეგაციით ეწვია. 

1777543285

ქართული ღვინის 12 კომპანია მაიამიში საერთაშორისო გამოფენაზე "Vinexpo America" მონაწილეობს

ქალაქ მაიამიში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე „Vinexpo America“ ქართული ღვინის მწარმოებელმა 12-მა კომპანიამ საკუთარი პროდუქცია ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით წარადგინა.

1777541362

მანავის საჯარო სკოლის პროექტირება - რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ მანავის 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის პროექტირებისა და რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.

1777540403

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

თიბისის მხარდაჭერით, სექტემბრიდან თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი - SIST - იწყებს ფუნქციონირებას. სასწავლო ცენტრი მოსწავლეებს თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ განათლებას შესთავაზებს. პროექტის ჯამური ღირებულება 6 მილიონ დოლარს აჭარბებს, საიდანაც მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ თიბისის დაფინანსებულია.

1777538804

2026 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა

2026 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა, ხოლო I კვარტალში, საშუალო რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 9.1% შეადგინა.

1777538022

გარდაბანში ფერმერებთან საირიგაციო მომსახურების ახალი ტარიფისა და სუბსიდირების მექანიზმების შესახებ შეხვედრა გაიმართა

შპს „საქართველოს მელიორაციის“ კომერციული დირექტორი, მამელი ქობალია, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის წანარმომადგენლებთან ერთად, ფერმერებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში წყალმომხმარებლებს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ საირიგაციო მომსახურების განახლებული ტარიფისა და სახელმწიფო სუბსიდირების მექანიზმების შესახებ, რომლებიც ფერმერთა მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

1777533821

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა

თიბისიმ, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან - IFC, რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია და იტალიურ ფინანსურ ინსტიტუტთან - CDP, ხელი მოაწერა 90 მილიონი დოლარის  5-წლიან სასესხო ხელშეკრულებებს. პარტნიორობა მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარების ხელშეწყობასა და  ენერგორესურსების ეფექტიანი გამოყენების მხარდაჭერას ისახავს მიზნად

1777531969

Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 125 დოლარს გადააჭარბა

ნავთობის ფასები ისევ იზრდება და 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ დონეს აღწევს, ეს კი იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის პორტების ბლოკადის გახანგრძლივებას განიხილავს, – ამის შესახებ CNN წერს.

1777530922

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ACWA Power-ის ბიზნესის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელსა და ცენტრალური აზიის ვიცე-პრეზიდენტს, საჩინ აბჰიანკარს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ენერგეტიკისა და მდგრადი ინფრასტრუქტურის მიმართულებით წამყვანი საერთაშორისო ინვესტორული კომპანიის - ACWA Power-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

1777473399

საქართველოს ნავთობისა და გაზის კვლევა-მოპოვებით სექტორში ოპერირებას ახალი საერთაშორისო ინვესტორი - ამერიკული კომპანია Aspect Georgia LLC დაიწყებს

 საქართველოს ნავთობისა და გაზის კვლევა-მოპოვებით სექტორში ახალი საერთაშორისო ინვესტორი - Aspect Georgia LLC შემოვიდა, რომელიც კვლევა-მოპოვებითი სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებაში 70 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.  კომპანია იმ ინვესტორთა ჯგუფს შეუერთდა,  რომლებიც აღმოსავლეთ საქართველოში XIQ სალიცენზიო ფართობზე ლიცენზიით გათვალისწინებულ სამუშაოებს ახორციელებენ.

1777469331

გენადი არველაძე: შანხაი მძლავრი სატრანსპორტო ჰაბია, რაც საშუალებას მოგვცემს, ტურისტები არა მხოლოდ ჩინეთიდან, არამედ მესამე ქვეყნებიდანაც მოვიზიდოთ, 2026 წელს ტურისტების რაოდენობის კიდევ უფრო მეტ ზრდას ველოდებით

„ავიაკომპანია China Southern-თან პეკინსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების შესაძლებლობა განვიხილეთ“,  - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.

1777465739

გენადი არველაძე: ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას დაემატა ინვესტიციების თავი, რაც ორმხრივი ინვესტიციების წახალისებას, პროცედურების გამარტივებასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში შეტანილი ცვლილება წარმოადგენს პასუხს იმ თანამედროვე სავაჭრო ტენდენციებზე, რომლებიც მსოფლიოში 2018 წლის შემდეგ, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ გლობალურად ვითარდებოდა, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძე გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ჩინეთ-საქართველოს შეთანხმებაში შეტანილი ცვლილებები ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს, მათ შორის პირველად დაემატა ინვესტიციების თავი, რაც ორმხრივი ინვესტიციების წახალისებას, პროცედურების გამარტივებასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს.

1777463342

გენადი არველაძე: შეიქმნება სპეციალური საინვესტიციო მექანიზმი ჩინეთთან, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, ორმხრივად განვიხილოთ მსხვილი საინვესტიციო ინფრასტრუქტურული პროექტები

ჩინეთი მაღალ დონეზე იქნება ჩართული ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, როდესაც სამთავრობო დონეზე, სპეციალური საინვესტიციო მექანიზმის ფორმატის ფარგლებში, საინვესტიციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს განვიხილავთ და მოვიწონებთ,” - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ გადაცემა Business Insider Georgia -ში სპეციალური საინვესტიციო მექანიზმის თაობაზე ჩინეთის მხარესთან მიღწეული შეთანხმება.

1777463242

თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა

თიბისის ბიზნესმომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ბიზნეს მობაილბანკში ინვოისების მართვის ფუნქციონალით ისარგებლონ და კიდევ უფრო გაიმარტივონ ყოველდღიური საქმიანობა. ახალი, ინოვაციური გადაწყვეტა მნიშვნელოვნად ზოგავს მომხმარებლის დროს და მას მაქსიმალურად აზღვევს შესაძლო ხარვეზებისგან.

1777462483