სილქნეტის  თვითმომსახურების აპლიკაცია MySilknet კიდევ უფრო მოსახერხებელი და ფუნქციური გახდა. მომხმარებელს შეუძლია მარტივად მართოს პარამეტრები, საბანკო ბარათის საშუალებით ჩაირთოს პაკეტების ავტომატური განახლების ფუნქცია და ჰქონდეს 24/7 ინტერნეტის გარეშე წვდომა აპლიკაციასთან. 

Mysilknet აპლიკაციამ  მომხმარებლებს სატელეკომუნიკაციო პროდუქტებზე მეტი კონტროლის საშუალება მისცა და გაუმარტივა გადახდების პროცესი.  ერთიან სივრცეში მომხმარებელი ხედავს აქტიურ პაკეტებს, სააქციო შეთავაზებებს და ლოიალობის პროგრამებს.  თვითმომსახურების აპიდან აბონენტი აკონტროლებს, როგორც ფიქსირებულ, ისე – მობილურ სერვისებს.

MySilknet -ის ახალი ფუნქციები ამარტივებს ყოველდღიურობას:

მეტი კომფორტი:  პაკეტების ხელით განახლების ნაცვლად, აპლიკაციაში შესაძლებელია საბანკო ბარათის მიბმა და პაკეტის ავტომატურად განახლების ფუნქციის ჩართა. 

მეტი ფუნქციონალი: აპლიკაციაში, ინტერნეტზე წვდომის გარეშე დამახსოვრებული ბარათით ან მობილურის ბალანსით, მომხმარებელი შეიძენს სასურველ პაკეტს, ჩარიცხავს თანხას ან გადარიცხავს სხვა ნომერზე.

მეტი შესაძლებლობა: მომხმარებელი მარტივად მართავს განახლების პარამეტრებს და ირჩევს განახლების სასურველ მეთოდს - მობილურის ბალანსი ან საბანკო ბარათი.

მობილური სერვისები

ბალანსის შევსება სილქნეტის ნებისმიერ ნომერზე.

მობილური პაკეტების მართვა და დარჩენილი ბონუსების შემოწმება.

eSIM ან სტანდარტული სიმ ბარათის შეძენა.

სილქფესტის ექსკლუზიურ შეთავაზებებზე ინფორმაციის მიღება.

როუმინგის, გამოტოვებული ზარის, ნომრის დაფარვა/ამოცნობა, “ხაზზე ვარ” და სხვა სერვისების მარტივად გააქტიურება.

იდეალური პაკეტის შექმნა და  ინტერნეტის, სასაუბროს და SMS-ების  სასუველი მოცულობით “პაკეტი მეტის” დაკომპლექტება;

ფიქსირებული სერვისები

სახლის ინტერნეტის და Silk TV-ის სააბონენტო გადასახადის მყისიერად დაფარვა საკუთარ და სხვა აბონენტის ანგარიშზე.

დამატებითი სერვისების შეკვეთა, როგორიცაა პაკეტი Gamer, ოპტიკური ბუსტი, ღამის ექსპრესი და სხვა.

SilkTV სერვისზე სპორტი, კინო და სხვა თემატური პაკეტების, კინოკატალოგების  დამატება. 

გადახდის უსაფრთხო გზა

ნებისმიერი ტრანზაქცია ხორციელდება Google Pay ან Apple Pay-ით, უსაფრთხოდ და სანდო გადახდის სისტემით.

მომხმარებელს შეუძლია დაამატოს საბანკო ბარათი ან შეიძინოს პაკეტები მობილურის ბალანსით.

ლოიალობის ერთობლივი პროგრამები

სილქ ბანკი & სილქნეტი: სილქნეტის ნებისმიერ აბონენტს შეუძლია შემოსავლების დადასტურების გარეშე, გამარტივებული მეთოდით დაიმტკიცოს სესხის ლიმიტი სილქ ბანკში.

სილქ ჰოსფითალითი & სილქნეტი: MySilknet-ის მომხმარებლები ავტომატურად ხდებიან ლოიალობის პროგრამის წევრები და  იღებენ მეტ ქეშბექს და სპეციალურ შეთავაზებებს, აგროვებენ ქულებს Silk Hospitality-ის ობიექტებში სტუმრობისას. 

ვისოლი & სილქნეტი: სილქნეტის მომხმარებლები სარგებლობენ ექსკლუზიური ფასდაკლებით ვისოლის საწვავზე და ყოველი თვის ბოლოს იღებენ საჩუქრებს სილქნეტისგან. 

გადმოწერე განახლებული MySilknet აპლიკაცია დღესვე და აღმოაჩინე მეტი!

Android/iOS: onelink.to/mysilknet