GE EN

ბიზნესი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანტონელა ბასანის შეხვდა.

1791792297

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორ იუჯინ რუგენაათს შეხვდა.

1791792129

12 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში  252 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა

კახეთში მიმდინარე წლის საპროგნოზო მოსავალი 320 ათასი ტონის ფარგლებშია. ყურძნის მოსავალი 16 500-მდე მევენახემ დააბინავა.

1791790807

საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for Reimbursement of Trade Advances (CARTA) ფარგლებში გაფორმდა და იგი Citi-სა და საქართველოს ბანკს შორის მეთექვსმეტე წარმატებულ გარიგებას წარმოადგენს.

1791788211

FAO-ს გლობალურ გამოფენაზე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ქართული პურისა და ღვინის დეგუსტაცია გამართა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გლობალური გამოფენის „თესლიდან საკვებამდე“ ფარგლებში, ქართული პურისა და ღვინის დეგუსტაცია გამართა. ღონისძიებამ საერთაშორისო ვიზიტორების დიდი ინტერესი გამოიწვია და მათ ქართული ხორბლისა და ვაზის კულტურასთან დაკავშირებული ტრადიციებისა და სამეცნიერო ცოდნის გაცნობის შესაძლებლობა მისცა.

1791708596

გურჯაანის ღვინის ფესტივალის მონაწილე სამი მეღვინე გერმანიაში "პროვაინ 2027"-ზე გაემგზავრება

ფესტივალის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გურჯაანის ღვინის ფესტივალის გუნდის გადაწყვეტილებით, წელს პირველად, დაჯილდოვდნენ მეღვინეები, რომლებიც ფესტივალზე უწყვეტად იღებენ მონაწილეობას და წელს, პირველები დარეგისტრირდნენ.

1791702112

დავით სონღულაშვილი: გურჯაანის ღვინის ფესტივალი მნიშვნელოვანი ტრადიციაა, რომელიც მეღვინეებს საკუთარი პროდუქციის წარმოჩენისა და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას აძლევს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის წევრებთან ერთად გურჯაანის ღვინის ფესტივალს დაესწრო.

1791642403

ირაკლი კობახიძე: გურჯაანის ღვინის ფესტივალი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ღვინო არის  ჩვენი კულტურისა და ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი

გურჯაანის ღვინის ფესტივალი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ღვინო არის  ჩვენი კულტურისა და ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

1791636788

ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში, რომელიც 12-18 ოქტომბერს, ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში გაიმართება.

1791634882

სოფელ დუისის საჯარო სკოლის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ დუისში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა.

1791618486

Gipsy Legends გურჯაანის ღვინის ფესტივალის მთავარ სცენაზე ხვალ ფესტივალის 10 წლის იუბილეს ერთად აღვნიშნავთ!

გურჯაანის ღვინის ფესტივალი საიუბილეო წელს აღნიშნავს. კახეთის მთავარი მოვლენა ხვალ,  10 ოქტომბერს გაიმართება. საიუბილეო დღესასწაულს განსაკუთრებულ ემოციებს, ენერგიასა და დაუვიწყარ მუსიკალურ განწყობას Gipsy Legends შემატებს. ეს იქნება კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე ღვინის, მუსიკისა და ქართული სტუმართმოყვარეობის თანხლებით.

1791556101

შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით

17 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში, ქართული MMA ორგანიზაცია RKENA და ამერიკული PFL ერთობლივ ღონისძიებას - Rkena Hosting PFL გამართავენ.

1791554881

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ „თუმო ქუთაისი“ გაიხსნეს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქუთაისის ინოვაციური საგანმანათლებლო ცენტრი „თუმო ქუთასი“ოფიციალურად გაიხსნა.  ცენტრმა მოსწავლეების პირველი ნაკადი უკვე მიიღო. პირველ ეტაპზე, ცენტრში ტექნოლოგიურ განათლებას სრული დაფინანსებით 600 მოსწავლე იღებს.

1791552668

ირაკლი ნადარეიშვილი: ზამთრის ტურისტული სეზონი 20 დეკემბერს გუდაურში, გრანდიოზული ღონისძიებით გაიხსნება და ეს ერთ-ერთი წარმატებული სეზონი იქნება

„აქტიური მზადება მიმდინარეობს ზამთრის ტურისტული სეზონისთვის და რა თქმა უნდა, აქ წამყვანი როლი აქვს ჩვენს სამთო-სათხილამურო კურორტებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.

1791547211

თამარ იოსელიანი: გვაქვს 10 წლიანი სამოქმედო გეგმა თუ როგორ უნდა განვითარდეს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორი, რომელიც მოიცავს ყველა ტიპის ტრანსპორტს

საქართველოს ეკონომიკა მაღალი ზრდის ტემპს ინარჩუნებს და იანვარ-აგვისტოს მონაცემებით ზრდამ 7,6% შეადგინა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.

1791547055

დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს

საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი. 

1791546852

თამარ იოსელოიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ ინტერესი უპრეცედენტოდ მაღალია

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ ინტერესი უპრეცედენტოდ მაღალია, „ლენდლორდის მოდელი“ გვაძლევს საშუალებას, რომ სახელმწიფო ფლობდეს და ვითარებდეს ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, შესაბამისად მოვიზიდოთ ინვესტორები და ოპერატორები, რომლებიც შეძლებენ მოიტანონ ტვირთი, შესაბამისი გამოცდილება და ინვესტიციები, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარეობაზე საუბრისას.

1791546680

ლაშა აბაშიძე: საქართველოს მთავრობასთან ერთად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

"ერთი წლის წინ საქართველოს რკინიგზის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას მოძველებული მოძრავი შემადგენლობა წარმოადგენდა. კომპანიაში მართვის მიდგომების შეცვლის შედეგად, გაუმჯობესდა საოპერაციო პროცესები, შემცირდა ხარჯები და დაზოგილი რესურსი კომპანიის განვითარებას მოხმარდა." - განაცხადა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

1791546385

ოქტობერფესტი შენს ხელშია - 3-4 ოქტომბერს ნამდვილ გერმანულ ფესტივალს ლუდი „ლოვენბრაუ“ მასპინძლობდა

3-4 ოქტომბერს, „ცეხში“ თბილისის ოქტობერფესტი მოეწყო. მიუნხენური ფესტივალის განწყობა საქართველოში ტრადიციულად „ლოვენბრაუმ“ შექმნა. ფესტივალი 3 ოქტომბერს ლუდის კასრის საზეიმო გახსნით დაიწყო.

1791543337

აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით

საქართველოს ბანკი მომხმარებლებს საკრედიტო Amex ბარათის კიდევ უფრო მარტივად მიღების შესაძლებლობას სთავაზობს.

1791543249

თამარ იოსელიანი: მომდევნო 3 წლის განმავლობაში 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება საქართველოს რკინიგზაში

„თითოეულ რკინიგზელს ვულოცავ პროფესიულ დღეს, მათი ძალიან დიდი დამსახურებაა ის, რომ დღეს ჩვენი რკინიგზა ნამდვილად ეფექტიანად ემსახურება შუა დერეფანს, ჩვენს ქვეყანას, სატრანზიტო პოტენციალს და ასევე ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის არის უმნიშვნელოვანესი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

1791539881

სტამბოლი 2027 წლის ესპანეთის სუპერთასს უმასპინძლებს - ქალაქში ოთხი საფეხბურთო გუნდი შეიკრიბება

თურქეთის ქალაქი სტამბოლი 2027 წელს მნიშვნელოვან საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებს უმასპინძლებს. ქალაქში გაიმართება ესპანეთის სუპერთასი (Supercopa de España), რომელიც 2-დან 6 თებერვლამდე გაგრძელდება.

1791538172

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება

1791538031

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 10-11 ოქტომბერს თბილისში და ბათუმში გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და LEAF-ის ორგანიზებით, საზღვარგარეთ სწავლის მსურველებისთვის საერთაშორისო უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართება.

1791537634