სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 2 358 ნებართვა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.4 პროცენტით ნაკლებია.
საუბარია 2 591.0 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. საქსტატის ცნობით, ნებართვების 75.5 პროცენტი მოდის ქვეყნის 4
რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47.4 პროცენტი მოდის თბილისზე, 12.9 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.0 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 7.2 პროცენტი – კახეთის რეგიონზე.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
უწყების ანგარიშით, 2025 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 659.6 ათასი კვ.მ ფართობის 698 ობიექტი, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.1 პროცენტით ნაკლებია. ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 32.5 პროცენტი მოდის თბილისზე, 14.0 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.3 პროცენტი – კახეთის რეგიონზე და 9.3 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონზე.