2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება მიმდინარე წელთან შედარებით, გაზრდილია 1 მილიარდ 238 მილიონ ლარზე მეტით და 10 მილიარდ 907 მილიონ ლარს აჭარბებს, მათ შორის:
მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფაზე გამოყოფილია 5 მილიარდ 700 მილიონი ლარი, რაც 685 მილიონი ლარით აღემატება მიმდინარე წლის მოცულობას;
სხვადასხვა სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 1 მილიარდ 994 მილიონ ლარს;
ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება გაზრდილია 243 მილიონ ლარამდე და 2 მილიარდ 462 მილიონ ლარს აჭარბებს;
სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციისა და აღჭურვისთვის გამოყოფილია 145 მილიონი ლარი, რაც 65 მილიონით მეტია მიმდინარე წლის თანხაზე. პროგრამის ფარგლებში, მომდევნო წელს დაიწყება ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის საავადმყოფოს მშენებლობა.
იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობისთვის გამოყოფილია 418 მილიონ ლარზე მეტი.