შეერთებული შტატების სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც კრძალავს რუსეთის ფედერაციიდან გამდიდრებული ურანის იმპორტს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, დოკუმენტი რუსეთიდან აშშ-ში გამდიდრებული ურანის იმპორტს კრძალავს ძალაში შესვლიდან 90 დღის შემდეგ. თუმცა დროებითი გამონაკლისები ნებადართულია 2028 წლის იანვრამდე.

აღსანიშნავია, რომ კონგრესში განიხილეს 2.7 მილიარდი დოლარის გამოყოფა, რომელიც მოხმარდება აშშ-ის ურანის ინდუსტრიის განვითარებას, რუსეთიდან ნედლეულის იმპორტზე შეზღუდვების დაწესების პირობით.

როგორც აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა განაცხადა, რუსეთი გამდიდრებული ურანის მთავარი უცხოური მიმწოდებელია, რაც რუსეთის ეკონომიკას წელიწადში დაახლოებით მილიარდ დოლარს აძლევს.

კანონპროექტს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს ხელი.