1 ივლისს, თიბისის მხარდაჭერითა და HT Solutions-ის ორგანიზებით, თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა, რომელმაც 1000-მდე სტუმარს უმასპინძლა და ტექნოლოგიური კომპანიები, ინოვატორები, ტექ პროფესიონალები და ბიზნეს ლიდერები გააერთიანა.
კონფერენციის მთავარი თემა იყო - „Big Tech. Global Legends. One Future“ და ეხებოდა ხელოვნური ინტელექტის (AI), კიბერუსაფრთხოების, მონაცემთა ანალიტიკის (Data & Analytics), ღრუბლოვანიტექნოლოგიების (Cloud Technologies), ინფრასტრუქტურის, DevOps-სა და ციფრულიტრანსფორმაციის საკითხებს.
მთავარი სცენა, ტექნოლოგიური სცენა და სამუშაო სესიების სცენა - ასეთმა მრავალფორმატიანმაპროგრამამ მონაწილეებს საშუალება მისცა, ინტერესებისა და პროფესიული საჭიროებების შესაბამისად აერჩიათ როგორც სტრატეგიულ და ბიზნეს საკითხებზე ფოკუსირებული გამოსვლები, ისე - სიღრმისეული ტექნიკური სესიები და პრაქტიკული ვორკშოპები.
მთავარი სცენიდან, თიბისის ტექპროფესიონალებმა - გიორგი ვარამიშვილმა, შოთა იორამაშვილმა, ჯუბო ფალელაშვილმა და ნიკა ჟორდანიამ აუდიტორიას გაუზიარეს თუ როგორ იქმნება ინოვაციები თიბისიში და როგორ პასუხობს დიდი კომპანია სხვადასხვა ტექნოლოგიურ გამოწვევებს.
მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების - NVIDIA, Google, Amazon, Microsoft, Google Cloud, AWSწარმომადგენლებმა კი, დამსწრეებს საკუთარი გამოცდილება და ხედვა გაუზიარეს.
თიბისი, როგორც ყველაზე ტექნოლოგიური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, მუდმივად უწყობს ხელს ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას.
Change Inspire-ის მხარდაჭერა თიბისისთვის კიდევერთი შესაძლებლობაა, მხარი დაუჭიროს იმპროფესიული საზოგადოების გაძლიერებას, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიურ მომავალს ქმნის.
გვჯერა, ვქმნით ინოვაციას.

