ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთში, დიმიტრი ამილახვრის ქუჩის N23-ში დასასვენებელი სივრცის განახლება სრულდება. 

პროექტის თანახმად, დაახლოებით 10 000 კვ.მ ფართობზე სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის ადამიანებისთვის კომბინირებული სივრცე ეწყობა.

გამწვანებულ ტერიტორიაზე განთავსდა საბავშვო-გასართობი მოედნები სხვადასხვა ატრაქციონით, სპორტის მოყვარულთათვის კი მოეწყო სამი ფიტნეს ზონა, სადაც ტრენაჟორები დამონტაჟდა. გარდა ამისა, მოეწყო მოსასვენებელი პავილიონი, პანდუსი ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის, დამონტაჟდა განათებისა და სარწყავი ქსელები და დაიდგა საპარკო საქანელა სკამები. უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორიაზე ვიდეოკამერები განთავსდება. ამასთანავე, დაიგო ბალახი და დაირგო მცენარეები.
დასასვენებელი სივრცის პროექტის ღირებულება დაახლოებით 1 086 000 ლარს შეადგენს.