ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, დიდიე ტღებიუკს.

მხარეებმა მიმოიხილეს გაეროსა და საქართველოს შორის დადებული 2026-2030 წლების ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში გაწერილი თანამშრომლობის საკითხები.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური ვითარება და ფისკალური პარამეტრებიხაზი გაესვა მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებსრომელთა მიზანია ქვეყნის მდგრადი განვითარების მხარდაჭერა.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძეგაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი დაგლას უებიგაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი საქართველოში კაორი იშიკავა და გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის ეკონომისტი ერიკ ანდერმო.