თიბისი აგრძელებს მობაილბანკის განახლებას და მომხმარებლებს კვლავ ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. ამჯერად, მობაილბანკში დაგხვდება ახალი თამაში - “საგანძურის მარათონი” ფულადი პრიზებით, მეგობრის მოწვევის განახლებული პროგრამა და თვითდასაქმებული მომხმარებლებისთვის სრულად დისტანციური სესხის მიღების შესაძლებლობა.

1-ელ ივლისს მობაილბანკში ახალი თამაში – „საგანძურის მარათონი“ დაიწყო. მომხმარებლებს ელოდებათ ქვიზი - რისი მეშვეობითაც ისინი თავის საგვარეულოს იპოვიან; დღისა და კვირის მისიები, ინტელექტუალური გამოწვევები, მინი თამაში და მეგობრების მოწვევის შესაძლებლობა. შესრულებული მისიებით მოთამაშეები მონეტებს აგროვებენ და დღის (100 ლარი), კვირის (2 000 ლარი), თვის (10 000 ლარი) და ფინალური პრიზის (50 000 ლარი) მოსაპოვებლად იბრძვიან.

მობაილბანკში, ასევე, განახლდა მეგობრის მოწვევის ფუნქცია. თუ მოიწვევ მეგობარს, რომელსაც აქამდე თიბისის მობაილბანკით არ უსარგებლია, ის დარეგისტრირდება და შეასრულებს მინიმუმ 5-ლარიან გადახდას, ორივე 8-8 ლარს მიიღებთ ერთგულ ყულაბაში. მეგობრების მოწვევის რაოდენობა შეუზღუდავია. მთავარია, მოწვეული მეგობარი საქართველოს სრულწლოვანი მეგობარი იყოს.

ივნისიდან, თვითდასაქმებული მომხმარებლებისთვის მობაილბანკს კიდევ ერთი ახალი ფუნქცია დაემატა. სწრაფი სამომხმარებლო სესხის პროცესში, პროფესიის დადასტურებისთვის უკვე შესაძლებელია ვიდეოვიზიტის დაჯავშნა, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სესხის მიღების სრული პროცესი დისტანციურად, ფილიალში ვიზიტის გარეშე გაიარონ.

თიბისი მუდმივად ავითარებს მობაილბანკს, რათა მომხმარებლებმა ყოველდღიური საბანკო მომსახურება კიდევ უფრო მარტივად, სწრაფად და კომფორტულად მიიღონ. განაახლე მობაილბანკი და ისარგებლე ახალი შესაძლებლობებით.