ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსი (IWSC) საქართველოში მეხუთე საერთაშორისო შეფასების ღონისძიებას გამართავს. ოფიციალური განცხადება კომპანიის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
2027 წლის ღვინისა და სპირტიანი სასმელების კონკურსი საქართველოში, რომელიც საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და გურჯაანის ღვინის ფესტივალთან პარტნიორობით ეწყობა, 23–28 ნოემბერს ქუთაისში, იმერეთის რეგიონში ჩატარდება. შეფასების შედეგები 2026 წლის 7 დეკემბერს გამოცხადდება. მონაწილეთა რეგისტრაცია, IWSC-ის ოფიციალურ ვებგვერდზე შემოდგომაზე დაიწყება.
ტრადიციულად, IWSC საქართველოში საერთაშორისო მსაჯთა ვარსკვლავურ გუნდს ჩამოიყვანს, რომელთა შორის იქნებიან დიდი ბრიტანეთის წამყვანი ღვინის დიერები, სომელიეები, იმპორტიორები და დისტრიბუტორები. მათი გამოცდილებითა და ცოდნით კონკურსი უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება.ჟიურის შემადგენლობას IWSC-ის გამოცდილი მსაჯი, Michelin-ის ვარსკვლავის მფლობელი რესტორნის Trivet-ის დამფუძნებელი და დირექტორი ისა ბალი (Isa Bal MS) უხელმძღვანელებს, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია და განვითარებადი რეგიონების აქტიური მხარდამჭერია. ღვინის დანარჩენი მსაჯების, ისევე როგორც სპირტიანი სასმელების ჟიურის წევრთა ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
„საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია მსოფლიო მეღვინეობის ისტორიაში. ეს არის ქვეყანა, რომელსაც უნიკალური ღვინის კულტურა და მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს, თუმცა განსაკუთრებით შთამბეჭდვია, თუ როგორ ვითარდება და ამავე დროს ინარჩუნებს საკუთარ იდენტობას. ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს გულში, 2027 წლის ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსის ჩატარება შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ ქართული ღვინოები, სწორედ მათი კულტურული და რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით შევაფასოთ. მოუთმენლად ველი ქართული ღვინის მრავალფეროვნების, ხარისხისა და უნიკალური ხასიათის ახალ აღმოჩენებს,“ - ამბობს ისა ბალი.
2022 წლიდან მოყოლებული, IWSC საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საერთაშორისო პროექტად ჩამოყალიბდა. პროექტის მთავარი მიზანია საერთაშორისო ექსპერტები უშუალოდ საქართველოში გაეცნონ ქართულ ღვინოს, მის ისტორიას, კულტურასა და მეღვინეებს. შეფასების პარალელურად, ჟიურის წევრები სტუმრობენ მეღვინეობებს, ხვდებიან მეღვინეებს და ადგილზე ეცნობიან ქვეყნის მეღვინეობის მრავალფეროვნებას. ეს მათ საშუალებას აძლევს უკეთ გაიაზრონ ქართული ღვინის, მისი ისტორიისა და კულტურის უნიკალურობა.
ამ გამოცდილების შედეგად, ჟიურის წევრები საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის ნამდვილ ელჩებად იქცნენ, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას და აღიარებას.
გასული წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ მედალოსანი მეღვინეებისთვის უკვე მნიშვნელოვანი კომერციული შედეგებიც მოიტანა, IWSC -ის კონკურსში წარმატებულმა ღვინოებმა ადგილი დაიმკვიდრეს დიდი ბრიტანეთის წამყვანი საცალო ქსელების ასორტიმენტში, ხოლო მწარმოებლებმა საერთაშორისო იმპორტიორებთან თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები მიიღეს.
რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა IWSC-ის 2027 წლის ღვინისა და სპირტიანი სასმელების კონკურსზე საქართველოში?
ნიმუშების მარტივი და მოსახერხებელი ჩაბარება საქართველოში;
IWSC-ის მკაცრი და ავტორიტეტული შეფასების პროცესით მინიჭებული საერთაშორისო აღიარების მქონე მედლები;
ღვინოების შეფასება დიდი ბრიტანეთის წამყვანი დელივერების, სომელიეებისა და საერთაშორისო ექსპერტების მიერ;
გამარჯვებული ღვინოების პოპულარიზაცია IWSC-ის მარკეტინგული კამპანიების, Club Oenologique-ის და საერთაშორისო პროფესიული თუ სამომხმარებლო მედიის საშუალებით;
ბრიტანეთის სავაჭრო სექტორისა და მედიის წინაშე წარდგენის შესაძლებლობა;
დადასტურებული კომერციული სარგებელი – გაყიდვების ზრდა, საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოება და ახალი სავაჭრო ქსელების ათვისება.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
შეფასების თარიღები: 23–28 ნოემბერი, 2026
შედეგების გამოცხადება: 7 დეკემბერი, 2026
მონაწილეობის საფასური: თითოეულ ღვინოზე £111 (ონლაინ რეგისტრაციის შემთხვევაში)
რეგისტრაცია მალე დაიწყება!