საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაშური-სურამი-რიკოთის გვირაბის შემოვლითი საავტომობილო გზის კმ5-კმ12 მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

აღნიშნული მონაკვეთი მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და არსებული გზის საფარი ძლიერ დაზიანებულია. პროექტის შესაბამისად დაგეგმილია 6.8 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა. ასევე, დაგეგმილია მეწყრულ მონაკვეთზე რკინაბეტონის კედლის მოწყობა. მოეწყობა კიუვეტები, მიერთებები, გადაკვეთები, მოსახელობის ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები. განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 27 698 647 ლარს შეადგენს. სატენდერო წინადადებების მიღება 2026 წლის 17 ოქტომბერს დაიწყება და 22 ოქტომბერს დასრულდება.

შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=696781&lang=ge