დღეს საქართველოში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ,რომელიც ხორციელდება სსფ-ის წესდების IVმუხლის დებულებით („მეოთხე მუხლის კონსულტაციები“) გათვალისწინებული კონსულტაციების ფარგლებში.

მისიამრომელსაც ალეხანდრო ჰაიდენბერგი ხელმძღვანელობსშეხვედრა გამართა ფინანსთა მინისტრთანლაშა ხუციშვილთან.

მიმდინარე მისიის მიზანიასაერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის განხილვა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტოფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები.

ლაშა ხუციშვილმა მისიის წევრებს გააცნო მიმდინარე მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და საშუალოვადიანი პერიოდის პროგნოზები. ასევეხაზი გაესვა გასული წლის ეკონომიკური ზრდის ტენდენციებსსაუბარი შეეხო 2026 წელს ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას და ამ პროცესში საერთაშორისო ინვესტორების ჩართულობას.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძეეკატერინე გუნცაძეცოტნე ყავლაშვილისახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა და ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის უფროსის . სიმონ ედიშერაშვილი.