საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმის SOLO ლაუნჯში, Solo Business Talks-ის პირველი შეხვედრა გაიმართა თემაზე - „ლიდერობა და შედეგიანობა სწრაფი ცვლილებების ხანაში“. ღონისძიებას უძღვებოდა ალექსანდრე ჯეჯელავა - სპიკერი, ტრენერი და ბიზნეს კონსულტანტი ლიდერობისა და მენეჯმენტის მიმართულებით.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს თანამედროვე ბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხები, მათ შორის ქართული კომპანიების წინაშე არსებული გამოწვევები მენეჯმენტისა და ლიდერობის კუთხით; ის ფაქტორები, რომლებიც კომპანიებს საუკეთესო თანამშრომლების მოზიდვასა და შენარჩუნებაში ეხმარება; ასევე ტექნოლოგიური ინოვაციების მუდმივი და ნერგვის საკითხები და სხვა დეტალები.
ღონისძიება ინტერაქციულ ფორმატში ჩატარდა, რაც ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევდა, აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში, დაესვათ კითხვები და სპიკერთან ერთად განეხილათ მათთვის მნიშვნელოვანი პრაქტიკული საკითხები.
Solo Business Talks ყოველთვიური შეხვედრების სერიაა და მასში მონაწილეობა SOLO Business ნაკრების მფლობელებს შეუძლიათ. ინიციატივის მიზანია საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, თანამედროვე გამოწვევებზე მსჯელობა და ძლიერი პროფესიული კავშირის შექმნა.
თუ ბათუმში საშუალო ზომის ბიზნესს მართავთ, მაგრამ ჯერ არ ფლობთ SOLO Business ნაკრებს, მოითხოვეთ ის საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან.

