"რკინიგზა არის უფრო დიდი, ინტეგრირებული სისტემის ნაწილი და ამ ტვირთნაკადს სჭირდება ძლიერი საზღვაო კარიბჭე, სწორედ ამიტომაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი ლოგიკური გაგრძელება და დამაგვირგვინებელი ელემენტი - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს რკინიგზის„ისტორიული განახლების“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანინავსადგურის პროექტი და რკინიგზისგანვითარება ერთიან სტრატეგიულ ჩარჩოშიგანიხილება.
„სახელმწიფო უკვე აშენებს საზღვაოინფრასტრუქტურას, ხოლო უახლოესპერიოდში დაიწყება პორტთანდამაკავშირებელი გზისა და 18 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზისმშენებლობა. რკინიგზის გაძლიერება დაანაკლიის განვითარებაურთიერთდამოკიდებული პროცესებია,რომლებიც ერთად ქმნიან საქართველოს, როგორც რეგიონის სანდო, ეფექტიან დაკონკურენტუნარიან დამაკავშირებელ ჰაბს. რკინიგზა არის ის, რაც პირდაპირ ეხებაჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურობას: სამუშაო ადგილები, რეგიონებისგანვითარება, უფრო სწრაფი დაკომფორტული გადაადგილება. ჩვენიცვლილებები უნდა იგრძნოს თითოეულმაადამიანმა,“- აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

