თიბისი კონცეპტმა და თიბისი Wealth Management-მა საერთაშორისო გამოცემა The Banker-ისა და PWM-ისმიერ ორგანიზებულ Global Private Banking Awards 2026-ზე ინოვაციების მიმართულებით საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურების ჯილდო მიიღეს.

ჯილდო თიბისის ინოვაციურ მიდგომას აღიარებს, რომლის მთავარი მიზანი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული, თანამედროვე და პერსონალიზებული საბანკო გამოცდილების შექმნაა. ეს მიდგომა გულისხმობს არა მხოლოდ ახალი პროდუქტებისა და ციფრული სერვისების განვითარებას, არამედ ისეთი შესაძლებლობების შეთავაზებას, რომლებიც მომხმარებლებს ფინანსების მართვას, ინვესტირებასა და მოგზაურობას უმარტივებს.

ამ მიდგომის ერთ-ერთი მაგალითია Turkish Airlines-თან და Visa-სთან პარტნიორობით შექმნილი Miles&Smiles სამოგზაურო ბარათი. ის მომხმარებლებს მილების დაგროვებისა და განსაკუთრებული სამოგზაურო უპირატესობებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. მობაილბანკში ინტეგრირებული სპეციალური სივრცე კი მოგზაურობასთან დაკავშირებულ შეთავაზებებსა და სერვისებზე წვდომას ამარტივებს.

თიბისი ინოვაციებს საინვესტიციო მიმართულებითაც ავითარებს. განახლებული TBC Capital Trader მომხმარებლებს საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებსა და მრავალფეროვან საინვესტიციო ინსტრუმენტებზე წვდომას სთავაზობს, რაც მათ საინვესტიციო შესაძლებლობების უფრო ფართო არჩევანს აძლევს.

"თიბისი კონცეპტისა და თიბისი Wealth Management-ის განვითარების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ინოვაციურობა, რაც ჩვენი მომხმარებლებისთვის ითარგმნება უფრო მარტივ და კომფორტულ საბანკო მომსახურებაში და მათზე მორგებულ პროდუქტებსა თუ შეთავაზებებში" - გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მაღალშემოსავლიანი სეგმენტის და დაგროვილი კაპიტალის მართვის დირექტორი.

თიბისი კონცეპტი და თიბისი Wealth Management-ი აგრძელებენ ინოვაციური პროდუქტებისა დასერვისების განვითარებას, რათა მომხმარებლებს შესთავაზონ არა მხოლოდ საბანკო მომსახურება, არამედ მათი ცხოვრების სტილსა და ფინანსურ მიზნებზე მორგებული, გამორჩეული გამოცდილება.