საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველ შეხვედრას ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩისთვის მზადების ფარგლებში, 23 სექტემბერს, ნაკრებმა კვლავ მიხეილ მესხი 2-ზე ივარჯიშა.

დღეს, 24 სექტემბერს, ვილი სანიოლის გუნდი მატჩისწინა ვარჯიშს შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, დინამო არენაზე გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებმადე მედიისთვის ოფიციალური პრესკონფერენციები გაიმართება. 

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე, ჩვენმა გუნდმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა.

შეგახსენებთ, რომ 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის ახალი სეზონის ოთხ შეხვედრას გამართავს. ჩრდილოეთ ირლანდიასთან და უკრაინასთან საშინაო მატჩების შემდეგ, ჩვენი გუნდი უნგრეთს ესტუმრება, შემდეგ კი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს ბელფასტში დაუპირისპირდება.