ყოველწლიურად, საქართველოს სათხილამურო ფედერაცია, კომპანია სილქნეტის ხელშეწყობით,საქართველოს თასის ეტაპების და საქართველოს ჩემპიონატის ჩატარებას უზრუნველყოფს. მასში სპორტული სკოლების აღსაზრდელები მონაწილეობენ, რაც ახალი თაობის სპორტსმენების გამოვლენას, მათი კომპეტენციის ამაღლებას უწყობს ხელს.

2026 წლის სეზონზე  საქართველოს თასის ეტაპები,  ზამთრის სხვადასხვა კურორტზე, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის და M.T.A („ემ თი ეი“) -ს თანაორგანიზებით  და სილქნეტის ტრადიციული მხარდაჭერით იმართება. ღონისძიებებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტები არიან ჩართულნი. 

ზამთრის საშეჯიბრო სეზონი მესტიის ეტაპით დაიწყო.   გიგანტური სლალომის კატეგორიაში 2009-2013 წლებში დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ.  გოგონათა და ვაჟთა შეჯიბრის პრიზიორები გახდნენ  თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარის ახალგაზრდა მოთხილამურეები. 

მეორე ეტაპს გოდერძის (ჭანჭახი) სამთო კურორტი 7-8 თებერვალს უმასპინძლებს. საშეჯიბრო ტრასა ზღვის დონიდან 2300 მეტრზე მდებარეობს და მოიცავს სლალომისთვის 800მ-მდე, ხოლო გიგანტური სლალომისთვის 1400მ-მდე მანძილს. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS-ის) სტანდარტით,სპორტსმენებს თითოეულ დისციპლინაში ორ-ორი ცდა ექნებათ, რომ თავიანთი საბოლოო შედეგი დააფიქსირონ და მაღალი ქულები დააგროვონ.

რეგიონული ეტაპების შემდეგ, გამორჩეული სპორტსმენები საქართველოს ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას. 

ჩემპიონატი სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდება. კომპანია მეორე ათეული წელია სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია და დაარსების დღიდან უწყვეტად უჭერს მხარს სათხილამურო სპორტის განვითარებას საქართველოში.