სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე, სამ სისხლის სამართლის საქმეზე,  7 პირს ბრალდება წარედგინა. - ამის შესახებ სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს დეპარტამენტის დირექტორმა ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

საქმე ეხება სხვადასხვა დროს, დმანისის, გურჯაანისა და წალკის მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოს რამდენიმე წარმომადგენლის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე, სახელმწიფოს კუთვნილი, ჯამში, 91 564 კვ.მ მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს, ჯამში, 397 804 ლარის ოდენობის ზარალი მიადგა. - განაცხადა ემზარ გაგნიძემ. 

შეგახსენებთ, სუსში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ 14 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 28 პირი დააკავეს