ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” განრიგის მიხედვით ასრულებს ყველა რეისს, თბილისი- თელ-ავივი - თბილისის მიმართულების გარდა.
თელ-ავივის მიმართულებით დაგეგმილი რეისები, უსაფრთხოებიდან გამომდინარე გაუქმებულია 16 ივნისის საღამომდე. სხვა მიმართულებებით დაგეგმილი ყველა რეისი შეუფერხებლად სრულდება.