საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. 

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის, ICT ასოციაციის და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით შეიქმნა პროექტიCode IT, რომელიც პროგრამირებით დაინტერესებულ 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს 9 ტექნოპარკსა (თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, სენაკი, ოზურგეთი, კასპი, გურჯაანი, ახმეტა, თელავი) და 6 დამატებით ლოკაციაზე (მესტია, გორი, საგარეჯო, პანკისი, რუსთავი, ფოთი) შეისწავლოს კოდირების საფუძვლები.

Code IT-ის პროგრამაზე სწავლის მსურველებმა, 22 თებერვლამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე. სწავლა 10 მარტს დაიწყება. მონაწილეების შერჩევა მათ მიერ შესრულებული დავალებისა და გასაუბრების შედეგად მოხდება.

ინფორმაციისთვის, პროგრამა ინტერაქციული სწავლების მეთოდით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეები მუშაობენ პრაქტიკულ დავალებებზე, კურსის დასრულების შემდეგ კი ქმნიან ფინალურ პროექტს, რომელიც საშუალებას აძლევს მათ, შეადგინონ პროფესიული პორტფოლიო.

ამასთან, Code IT-ის ფარგლებში, მონაწილეები ესწრებიან ვებინარებს, სადაც აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ რჩევები და გაიარონ კონსულტაციები კარიერული განვითარების მიმართულებით.

სატრენინგო მოდული 3 მიმართულებას აერთიანებს:

• HTML & Css

• JavaScript & Responsive Page

• React

პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ, ახალგაზრდები მიიღებენ სერტიფიკატს დაშესაძლებლობას, გააგრძელონ სწავლა მომდევნომოდულებზე. აღსანიშნავია, რომ პროგრამა სრულადარის დაფინანსებული. 

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროგრამებისშესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთვებგვერდს: ganatleba.bog.ge