ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სვანიძის ქუჩის N11-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყობა.
კომბინირებული სივრცე და სპორტული მოედანი 1600 კვ. მეტრის ფართობზე განთავსდება. ტერიტორიაზე დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი მოედანი, საპარკო საქანელა სკამები, მოეწყობა ფიტნეს ზონა. სპორტული მოედნის მიმდებარედ, მოეწყობა გულშემატკივართა ტრიბუნა. დასასვენებელი სივრცე განათდება და გამწვანდება.
დასასვენებელი სივრცის და სპორტული მოედნის პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 561 000 ლარია.

