ვაკის რაიონის გამგეობისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანამშრომლობა გრძელდება.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის“ მიხედვით დაფინანსებული 63 ამორტიზებული ლიფტის განახლება ეტაპობრივად ხორციელდება.  სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 2 744 000 ლარი დაიხარჯება.

ამ დროისთვის დასრულებულია  13 ლიფტის განახლების სამუშაოები.
მათ შორის, სარეაბილიტაციო პროექტები განხორციელდა: ნუცუბიძის V მ/რ-ის N10 და N8 კორპუსებში, ავთო ვარაზის ქუჩის N4-ში, ასევე ბესარიონ ჟღენტის N57-ში, ნუცუბიძის I მ/რ-ის N12-ში, ნუცუბიძის N221-ის N3 კორპუსში, ვაჟა-ფშაველას V კვარტლის N4 კორპუსში და ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის N25-ში.

კანონმდებლობით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ერთობლივად მართვა მესაკუთრეებს ეკისრებათ. გადაწყვეტილებები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე, ამხანაგობის ყველა წევრის ჩართულობით მიიღება. 

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის" წესის თანახმად, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას, პროექტების ღირებულების 5-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობა კორპუსის საერთო საჭიროებებზე მიმართავს. 

ამხანაგობა ვალდებულია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა განახორციელოს.