საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ორგანიზებითა და ვაკის რაიონის გამგეობის ჩართულობით, ვლადიმირ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
ვაკის რაიონის სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა დააჯილდოვა, ასევე, მათ სპეციალური საჩუქრები გადასცა ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილემ ბიძინა ჩიკვილაძემ.
თამარ მახარაშვილმა მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის, პროფესიისადმი ერთგულებისა და არაერთი ღირსეული თაობის აღზრდისთვის.