ვაკის რაიონის სხვადასხვა უბანში შვიდი დასასვენებელი სივრცე ეწყობა.
რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სკვერები და კომბინირებული სპორტული მოედნები ეწყობა წყნეთის ორ მისამართზე, კერძოდ ამილახვრის ქუჩის N23-სა და აფხაზეთის ქუჩაზე, ასევე, პროექტები ხორციელდება სვანიძის ქუჩის N11-ის მიმდებარედ, ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩის N32-ში, ქავთარაძის N51-ში, ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N10-N15 კორპუსებთან და ბედიას ქუჩის N33-ის მიმდებარედ.
ყველა სივრცეში მონტაჟდება შესაბამისი საპარკო ავეჯი, ეწყობა განათებისა და სარწყავი ქსელები, საბავშვო-გასართობი მოედნები ატრაქციონებით, კომბინირებული თანამედროვე სპორტული მოედნები და ფიტნეს ზონები ჯანსაღი ცხოვრების მიმდევრებისთვის.
პროექტების დასკვნით ეტაპზე დასასვენებელი სივრცეები გამწვანდება - დაიგება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები.
ამასთან, ვაკის რაიონში ამ დროისთვის, სამი დასასვენებელი სივრცის კეთილმოწყობა უკვე დასრულებულია.

