საკულტო ვიდეოთამაშების სერიის, Grand Theft Auto-ს (GTA) წინა ნაწილის გამოსვლიდან 13 წლის შემდეგ, მისმა ახალმა, მეექვსე ნაწილმა მსოფლიო სათამაშო ინდუსტრიის რეკორდი დაამყარა. თამაშის შემქმნელმა, ამერიკულმა კომპანია Rockstar Games-მა განაცხადა, რომ რელიზის შემდეგ, პირველ დღეს, GTA VI-ის გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 3,79 მილიარდი დოლარი (3,45 მილიარდი ევრო) შეადგინა.

კომპანიის მონაცემებით, გაშვების მომენტისთვის დაახლოებით 32,5 მილიონი წინასწარი შეკვეთა იყო გაფორმებული. პირველი დღე-ღამის განმავლობაში გაყიდვების საერთო მოცულობა, ვიდეოთამაშების მთელ ისტორიაში, ყველაზე მაღალი აღმოჩნდა და მნიშვნელოვნად გადააჭარბა ფრენჩაიზის წინა ნაწილის მაჩვენებლებს.

"ჩვენ წარმოუდგენლად აღფრთოვანებულები ვართ მთელი მსოფლიოს მოთამაშეების რეაქციით და უზომოდ გვიხარია, რომ ამ მომენტს თქვენთან ერთად ვიზიარებთ", — განაცხადა Rockstar Games-ის პრეზიდენტმა და დამფუძნებელმა სემ ჰაუზერმა. თამაშის პერსონალური კომპიუტერების ვერსიის ოფიციალური გაშვების თარიღი მოგვიანებით გამოცხადდება.