გერმანიის ფედერალური მთავრობა გეგმავს, უკრაინას კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად დამატებით 100 მილიონი ევრო გამოუყოს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-მა გერმანიის ფინანსთა სამინისტროს მიერ ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტისთვის გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია.

წერილში ეს არაგეგმური ხარჯები ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესებით არის დასაბუთებული. აღნიშნულია, რომ 2026 წლის ივლისიდან რუსული თავდასხმები ენერგეტიკულ, წყლისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე უპრეცედენტო დონემდე გაძლიერდა, ხოლო უკრაინამ ომის მეხუთე წლისთვის ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრეების 80 პროცენტამდე დაკარგა.

გამოყოფილი სახსრებით იგეგმება, კერძოდ, გენერატორებისა და ენერგიის შენახვის აკუმულატორული სისტემების შეძენა. ასევე, თანხები მოხმარდება დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების შეკეთებასა და ზამთრისთვის დაახლოებით 2000 სკოლისა და საბავშვო ბაღის მომზადებას.