ბრიტანელი მსახიობი პატრიკ სტიუარტი სიცოცხლის 87-ე წელს, ლოს-ანჯელესში მდებარე საკუთარ სახლში, ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში გარდაიცვალა.

ზუსტდება, რომ მსახიობი, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია კაპიტან ჟან-ლუკ პიკარის როლით სერიალში "ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა" და პროფესორ ჩარლზ ქსავიეს როლით ფილმების სერიაში "იქს-ადამიანები", 28 ოქტომბერს, ალცჰაიმერის დაავადებასა და დემენციასთან ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.

1940 წელს ინგლისის დასავლეთ იორკშირის საგრაფოში დაბადებულმა პატრიკ სტიუარტმა სამსახიობო კარიერა 19 წლის ასაკში დაიწყო. 1966 წელს ის პრესტიჟულ "სამეფო შექსპირის დასს" (Royal Shakespeare Company) შეუერთდა. 2009 წელს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ სტიუარტი რაინდად აკურთხა.

სტიუარტი აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა სოციალურ საკითხში და საზოგადოების ყურადღებას ამახვილებდა ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა ოჯახში ძალადობა და ომის ვეტერანთა ფსიქოლოგიური დაავადებები. გარდა ამისა, ის ლტოლვილთა დასაცავად გამოდიოდა და ცხოველთა უფლებებისთვის იბრძოდა.