ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, ვერ შეთანხმდებიან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების თაობაზე მოლაპარაკებებისთვის ერთიანი სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნაზე. ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა 11 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეჭვი ეპარება მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაში პარასკევს, 13 ნოემბერს, დუბლინში დაგეგმილ ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზე. მსგავსი შეფასება მანამდე გამოცემა DW-ს სამიტის მომზადებასთან დაახლოებულმა წყარომაც მიაწოდა.
"თუ მეკითხებით, ველოდები თუ არა, რომ შევძლებთ შეთანხმებას სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნაზე, ჩემი პასუხია — არა, არ ველოდები", - განაცხადა ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა ლიდერებს მისცემს შესაძლებლობას, გამოთქვან თავიანთი მოსაზრება მოლაპარაკებებში ევროპის როლის შესახებ, აბუ-დაბიში გამართული შეხვედრების შედეგების გათვალისწინებით.