აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური დესპანები ჯარედ კუშნერი და სტივენ უიტკოფი აბუ-დაბიში გამართული სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ მოსკოვში ჩავიდნენ. ვნუკოვოს აეროპორტში მათ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის (РФПИ) ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი დახვდა, იუწყება TASS.

დმიტრიევთან შეხვედრის შემდეგ კუშნერი და უიტკოფი, რომლებიც ომის დასრულების მიზნით რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებენ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გამართავენ შეხვედრას.

კუშნერის თქმით, მომლაპარაკებლები პუტინთან აბუ-დაბიში წამოჭრილი თემების განხილვას გეგმავენ. ამის შემდეგ ისინი დუბლინში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.

აშშ-ის შუამავლობით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი აბუ-დაბიში 10-11 ნოემბერს გაიმართა. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ შეხვედრის დასრულებისას აღნიშნა, რომ მხარეები მშვიდობას მიუახლოვდნენ. უკრაინის დელეგაციის წევრმა დავით არახამიამ კი კარგ დინამიკაზე ისაუბრა, რამაც შესაძლოა, წლის ბოლომდე შეთანხმებების მიღწევა გახადოს შესაძლებელი.