ჩიპების უმსხვილესმა ამერიკულმა მწარმოებელმა, კომპანია Nvidia-მ, დამოუკიდებელი გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა იმ ცნობების ფონზე, რომელთა თანახმადაც მისი ხელმძღვანელი ჯენსენ ჰუანგი რომანტიკულ კავშირში შევიდა ქალთან, რომელიც სავარაუდოდ, ჩინეთის სპეცსამსახურებზე მუშაობს.

Nvidia-ში განაცხადეს, რომ ამჟამად კომპანიის დირექტორთა საბჭოს არ გააჩნია საკმარისი საფუძველი, რათა საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვაზე მიიტანოს ეჭვი ან აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეზე ისაუბროს. განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ ჰუანგი კომპანიის ხელმძღვანელობის გაგრძელებას გეგმავს. მიუხედავად ამისა, დირექტორთა საბჭომ მთელი ხელმისაწვდომი ინფორმაციის დამოუკიდებელი შემოწმების ჩატარება დაავალა.

Nvidia-ს თანამშრომლებისადმი გაგზავნილ შიდა წერილში ჯენსენ ჰუანგმა რომანი აღიარა და განაცხადა, რომ მეუღლის ღალატის გამო წუხს. "ჩემმა ქმედებებმა ტკივილი მიაყენა მას და ჩვენს შვილებს. არანაირი გამართლება არ აქვს იმას, რაც ჩავიდინე. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ოჯახი მომხდარს გადაიტანს და დროთა განმავლობაში ნდობის დაბრუნებას შევძლებ", - დაწერა მან.

ჰუანგმა ასევე დასძინა, რომ იგი აპირებს, დაიცვას Nvidia და მხარი დაუჭიროს აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას.