უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამშაბათს, 3 ნოემბერს, ოფიციალურად გამოუცხადებელი ვიზიტით ბერლინში ჩავიდა. ვიზიტი უკრაინისა და რუსეთის მონაწილეობით ომის დასრულების შესახებ მოსალოდნელი მოლაპარაკებების ფონზე იმართება. უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის გერმანიის დედაქალაქში ჩასვლის შესახებ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე წინასწარ ცნობილი არ ყოფილა.

დაგეგმილია ზელენსკის შეხვედრა გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან, გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან და ბუნდესტაგის თავმჯდომარე იულია კლეკნერთან.

"ყველაზე მთავარი ჩვენი დიპლომატიური კოორდინაციაა: წინ მნიშვნელოვანი შეხვედრებია, საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და ჩვენი ენერგეტიკის მხარდაჭერა. სწორედ ეს გახდება დღევანდელი მოლაპარაკებების პრიორიტეტი", - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

კანცლერმა მერცმა ზელენსკის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე გაასაჯაროვა.

ცნობისთვის, გერმანია უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდამჭერია. ბერლინი კიევს აქტიურად ეხმარება საჰაერო თავდაცვის სისტემებით, მათ შორის Patriot-ის კომპლექსებით, ასევე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენითა და ზამთრის სეზონისთვის მზადების პროცესში.