"ავერსი-ფარმასა~ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის ფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. აღნიშნული მემორანდუმის თანახმად “ავერსი-ფარმა“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის მედიკამენტების შეღავათიანი ტარიფებით მიწოდების უზრუნველყოფს.

კონკრეტულად კი  შპს ,,ავერსი-ფარმა“ იღებს ვალდებულებას, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბენეფიციარებისთვის კალკულაციები გასცეს ფასდაკლების დღეებში არსებული ფასებით, კვირის ნებისმიერ დღეს.

მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 1 წლის ვადით. 

მემორანდუმს ხელი მაწერეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ და ავერსის  სააფთიაქო ქსელის დირექტორმა ეკატერინე ბურძენიძემ.