"ის ფაქტი, რომ არც საზეიმო ვახშამი შედგა რუსეთის და აშშ ის დელეგაციების მონაწილეობით და ისე გაფრინდა ვაშინგტონში ვფიქრობ ამ შეხვედრის არც თუ წარმატებულ ხასიათზე მუუთითებს. ტრამპმა შეიძლება ეს კრიტიკოსების და პოლიტიკური ოპონენტების გასაჩუმებლად გააკეთა, რომლებიც ისედაც ბრალს დებენ რუსეთისადმი ზედმეტ დათმობებში, მაგრამ რუსეთის პოზიცია ხომ ისედაც ცნობილია, სანამ დარწმუნებული არიან, რომ ამ ომს იგებენ არანაირ სერიოზულ დათმობაზე არ წავლენ", - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს, სადაც ალასკაზე აშშ -ის და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებს შორის გამართული შეხვედრის შედეგებს აფასებს:

"ნებისმიერ ამ სახის უმაღლესი დონის შეხვედრებს, აქვს დიდი მოლოდინიც და არანაკლები ინტრიგაც თან ახლავს. არანაკლებ საინტერესოა თუ რა ხდება ალასკის შეხვედრამდე, რაც გარკვეულწილად განსაზღვრავს ხოლმე თავად შეხვედრათა გადაწყვეტილებებს. ნიშანდობლივია, რომ ლონდონის გარეუბანში შედგა უკრაინის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ს, ევროკავშირის, NATO-ს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და ფინეთის წარმომადგენლების შეხვედრა, რაც ტრამპ-პუტინის შეხვედრამდე ევროპის პოზიციას აფიქსირებდა. ეს დისკურსი იმითაც იყო საინტერესო, რომ მასში გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი და აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი იღებდენ მონაწილეობას.

შეხვედრაზე თუ რა იყო რუსეთის პოზიცია ცეცხლის შეწყვეტაზე, ცნობილია. საერთაშორისო მედიაში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ პუტინმა აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად დონეცკის ოლქიდან უკრაინის ძალების გასვლა და ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ფრონტის გაყინვა შეთავაზა. ჩვენ ასევე ვიცით, რომ დიდმა ბრიტანეთმა და ევროპის ქვეყნებმა რუსეთის მოთხოვნის საპირისპიროდ დააყენეს მოთხოვნა ნებისმიერი ტერიტორიიდან უკრაინის გასვლას რუსეთის მხრიდან სხვა ოკუპირებული რეგიონის დატოვება უნდა მოყოლოდა. რაც მთავარია, ევროპული პოზიციის მიხედვით, ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმამდე უპირობო ცეცხლის შეწყვეტაა უნდა მომხდარიყო, უკვე ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. უკრაინის მიერ ტერიტორიული დათმობის შემთხვევაში კი უკრაინისთვის უსაფრთხოების მყარ გარანტიებს ითვალისწინებდა, მათ შორის, NATO-ს შესაძლო წევრობას, რაც რუსეთისათვის პრინციპულად მიუღებელია.ალასკის შეხვედრის დეტალებზე მომავალში ალბათ ბევრი დაიწერება და ბევრი ნიუანსიც გახდება ცნობილი, თუმცა დღევანდელი მოცემულობიდან მაინც შეიძლება, რამდენიმე მომენტი გამოიყოს.

პუტინისათვის მთავარი შედეგი საერთაშორისო იზოლაციის გარღვევა იყო, რასაც ფაქტიურად მიაღწია კიდეც. ევროპის და უკრაინის პოზიცია მან ბუნებრივია უკვე იცოდა. საერთაშორისო ძებნილს და “ომის დამნაშავეს” შევთანხმდეთ, რომ ამ დონეზე არ ხვდებიან.

მეტად ნიშანდობლივი იყო თავად ტრამპის შეხვედრამდე გაკეთებული განცხადება თუ რას ჩათვლიდა ის წარმატებულად. თუ შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე იქნებოდა ყველა მხარისათვის მისაღები, ის მეორე დღეს მზად იყო სამმხრივი შეხვედრისათვის აშშ ის, როგორც საერთაშორისო შუამავლის, პუტინის და ზელენსკის მონაწილეობით, ევროკავშირის ლიდერებთან ერთად.

ის ფაქტი, რომ არც საზეიმო ვახშამი შედგა რუსეთის და აშშ ის დელეგაციების მონაწილეობით და ისე გაფრინდა ვაშინგტონში ვფიქრობ ამ შეხვედრის არც თუ წარმატებულ ხასიათზე მუუთითებს.ტრამპმა შეიძლება ეს კრიტიკოსების და პოლიტიკური ოპონენტების გასაჩუმებლად გააკეთა, რომლებიც ისედაც ბრალს დებენ რუსეთისადმი ზედმეტ დათმობებში, მაგრამ რუსეთის პოზიცია ხომ ისედაც ცნობილია, სანამ დარწმუნებული არიან, რომ ამ ომს იგებენ არანაირ სერიოზულ დათმობაზე არ წავლენ.

არაფერი ახალი ცეცხლის შეწყვეტაზე არ მომხდარა, როგორც რუსეთის პოზიციაა ცნობილი, ისე ევროკავშირის პოზიციაც ცნობილი იყო ტრამპისათვის. ერთადერთი რუსეთ-უკრაინის ომზე მთელი პასუხისმგებლობა და უკრაინის იარაღით მომარაგება, თუნდაც ამერიკული იარაღით მთლიანად ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებზე გადადის. ტრამპის ეს პოზიციაც ცნობილი იყო. აშშ ფაქტიურად გავიდა ამ კონფლიქტიდან როგორც მხარე, რაშიც ის წინა ადმინისტრაციას ადანაშაულებდა. რუსეთისათვის საერთაშორისო სანქციებზე ტრამპის სკეპტიციზმიც ცნობილია. სხვათა შორის ეს პუტინმაც დაადასტურა, ტრამპის პრეზიდენტობისას ეს ომი არ მოხდებოდაო.

დიდი მოლოდინი ამ შეხვედრაზე, რომ ისედაც არ იყო წამყვანი ამერიკული საფონდო ინდექსიც გვიჩვენებს. მართალია, ინდექსი გაიზარდა +34.86-ით, თუმცა პროცენტულად ზრდა მხოლოდ 0.07 %-ია.

ომი კი გრძელდება და თუ რამდენად მზად არის ევროკავშირი ამისათვის ანუ ამ ომის ღირსეულად დასრულებისთვის, რასაც ხაზგასმით აპოზიციონირებენ, ამასაც მომავალი გვიჩვენებს", - წერს გიორგი ცუცქირიძე.