18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7356 ლარი გახდა. შესაბამისად, ცვლილებამ 2.13 თეთრი შეადგინა. ეს ბოლო 3 თვის განმავლობაში დოლარის მაქსიმალური კურსია.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.33 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2376 ლარი გახდა.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 2.85 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.7053 ლარი გახდა.
ერთი ლირას კურსმა 6.62 თეთრი შეადგინა.