თბილისში, ბესარიონ ჟღენტის ქუჩა №92-ში  გერმანული ლუდის ფაბი Löwenbräu  ოფიციალურად გაიხსნა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ,  ავთენტური გერმანული ატმოსფერო აღმოეჩინათ და  ლეგენდარული ლუდი დააგემოვნებინათ. ამასთან.  გახსნის საღამოსთვის სპეციალურად მომზადებულ ღონისძიებაში  და სახალისო თამაშებში თავადაც მიეღოთ მონაწილეობა.

ფაბი Löwenbräu – ეს არის ტრადიციებისა და თანამედროვე სტუმართმოყვარეობის სინთეზი, რომელიც ქართულ ბაზარზე ახალი ეტაპის დასაწყისს წარმოადგენს გერმანული ლუდის კულტურის პოპულარიზაციის კუთხით. სტუმრებს გერმანული კერძების მრავალფეროვანი და ტრადიციული მენიუ დახვდათ. განსაკუთრებული სიახლე კი სპეციალური ბარი იყო, სადაც მომხმარებლებს თავად შეეძლოთ ლუდის ჩამოსხმა და ლუდის მოყვარულებისთვის საინტერესო გამოცდილების გაზიარება.

„ეფეს საქართველოს მხარდაჭერით გაიხსნა ლუდის ფაბი Löwenbräu, რომელიც უდავოდ გახდება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი თბილისში - თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები მოვლენ და გაერთობიან ძალიან სასიამოვნო გარემოში. „ეფეს საქართველოსთვის", როგორც ლუდი „ლოვენბრაუს" ექსკლუზიური მწარმოებლისთვის საქართველოში, სასიხარულოა, რომ დღეს თბილისში „ლოვენბრაუს" სახელობის ფაბი Löwenbräu გვაქვს. ამ სივრცის გახსნით ჩვენ უკვე ვქმნით „ოქტობერფესტის" განწყობას, რომელიც სექტემბრის ბოლოს „დედაენის ბაღში“ გაიმართება," – „ფაბის" გახსნის მნიშვნელობაზე საუბრობს „ეფეს საქართველოს" კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილ.

შეგახსენებთ, რომ 20-21 სექტემბერს დედაენის ბაღში  ნამდვილი გერმანული ფესტივალი ოქტობერფესტი გაიმართება. ოქტობერფესტის განწყობა საქართველოში ტრადიციულად „ლოვენბრაუს“ მოაქვს. 2 დღის განმავლობაში ლუდის მოყვარულთათვის  ნამდვილი გერმანული დღესასწაული მოეწყობა. ღონისძიებაზე  ოქტობერფესტის განწყობას მუსიკა, მრავალფეროვანი აქტივობები და გერმანული ლუდი „ლოვენბრაუ“ გემრიელ კერძებთან ერთად შექმნის.

„ოქტობერფესტი მსოფლიოში ყველაზე დიდი სახალხო დღესასწაულია, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობს. წლების წინ გადავწყვიტეთ საქართველოში ყოველწლიურად ჩაგვეტარებინა ოქტობერფესტი. ვცდილობთ განვავითაროთ ლუდის მოხმარების კულტურა, ლუდის ინდუსტრია და, რა თქმა უნდა, ოქტობერფესტი მეგობრებთან შეხვედრის, ემოციების, სიხარულის გაზიარების დღესასწაულია. „ლოვენბრაუს“ გარეშე ოქტობერფესტი წარმოუდგენელია და დღესასწაულის  მასპინძელი საქართველოში სწორედ „ლოვენბრაუა“,“ - აღნიშნავს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

ოქტობერფესტი 200-წლიანი გერმანული ტრადიციაა, რომელიც ლუდის, საკვებისა და კულტურის გლობალურ დღესასწაულად იქცა.  აქ ყოველწლიურად იკრიბებიან ლუდის მოყვარულები მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რათა მიიღონ დაუვიწყარი მიუნხენური გამოცდილება.  „ლოვენბრაუ“ ერთ-ერთია იმ 6 ლუდსახარშს შორის, რომლებსაც ოქტობერფესტში მონაწილეობის უფლება აქვთ. აღსანიშნავია, რომ „ლოვენბრაუ“ ყოველ ოქტობერფესტზე  იყიდება 1810 წლიდან.