როგორც სტუდენტისთვის ძალიან კარგი საშუალებაა, რომ მივიღო გამოცდილება“, - ასე აფასებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტაჟიორი ილია ტურაბელიძე მიმდინარე სტაჟირების სახელმწიფო პროგრამას.

ილია ტურაბელიძის თქმით, სტაჟირების პროცესი მისთვის ძალიან საინტერესო გამოცდილების მომცემია, რადგან უშუალოდ არის ჩართული სამინისტროს ყოველდღიურ საქმიანობაში. 

„ძალიან საინტერესო სამუშაოა იმიტომ, რომ აქტიურად ვარ ჩართული მონაცემთა ანალიზის პროცესში. ვიღებ გამოცდილებას და ასევე შიგნიდან ვუყურებ სტრუქტურას, თუ როგორ არის აწყობილი და როგორ მიიღება კომპლექსური გადაწყვეტილებები სამინისტროში, რა მონაცემები გამოიყენება იმისთვის, რომ გადაწყვეტილებები მიიღონ“, - აღნიშნა ილია ტურაბელიძემ. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა 1 ოქტომბრიდან დაიწყო და 31 დეკემბერს დასრულდება.