სილქნეტის მიერ დაფუძნებულმა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ იანვრიდან დღემდე 38 ბენეფიციარს გაუწია დახმარება. აპრილის განმავლობაში 10 დაჭრილი სამხედრო პირის და ვეტერანის საჭიროება დაფინანსდა. მათ შორის იყო დაჭრილთა სამედიცინო რეაბილიტაცია და საზღვარგარეთ მკურნალობა, არასრულწლოვანი შვილებისა და მეუღლეების სამედიცინო მომსახურება,  უცხო ენისა და სხვადასხვა პროფესიული უნარების დაუფლება. 

2025 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით, ფონდმა 144 000 ლარამდე დონაცია განახორციელა, რაც მოხმარდა:

პარა-მშვილდოსნობის ინვენტარის შეძენას - 36 432 ლარი

საზღვარგარეთ 50%-იან 3 თანადაფინანსებას  -  42 611 ლარი

არასრულწლოვან შვილთა განათლებას და სამედიცინო მომსახურებას - 21 113 ლარი

მედიკამენტებით უზრუნველყოფას და სხვა სახის დახმარებას - 13 499 ლარი

მეუღლეთა დახმარებას - 13 492 ლარი

სამედიცინო მომსახურებას - 8 150 ლარი

დაფინანსდა 5 პროფესიული გადამზადების კურსი  -  4 943 ლარი

ჩატარდა 3 ოპერაცია  - 3 707 ლარი

ბენეფიციარების ფინანსური მხარდაჭერის გარდა, ფონდი აგრძელებს თანამშრომლობას ბრიტანეთის საელჩოსთან, სადაც სამხედროების არასრულწლოვანი შვილები ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებს  გადიან. ეს ინიციატივა საელჩოს საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში უკვე მესამე წელია მიმდინარეობს. ენის შემსწავლელი კურსები სულ 60-მდე მოზარდმა გაიარა, ხოლო ამჟამად,  30 სამხედრო მოსამსახურის შვილი საფუძვლიანად ეუფლება უცხო ენას. 

ასევე, ბრიტანულ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „Invictus Games Foundation“-თან (IGF) თანამშრომლობით ფონდმა, გასულ თვეში, დაჭრილ მებრძოლთა სპორტული გუნდისთვის პარა-მშვილდოსნობის ინვენტარი შეიძინა. ინვენტარი ყველაზე თანამედროვე ტექნიკური პარამეტრებით იქნება აღჭურვილი და  უახლოეს მომავალში გადაეცემა გუნდს. 

2025 წელს სილქნეტისა და სხვა შემომწირველთა ერთობლივმა დონაციამ 660 000 ლარი შეადგინა. დონორებს შორის არიან სხვადასხვა კომპანიები და კერძო პირები.

ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩაერთოს ქველმოქმედებაში და გვერდში დაუდგეს დაჭრილ სამხედროებს, ვეტერანებს და მათ ოჯახებს: გადარიცხოს ნებისმიერი თანხა ან განახორციელოს ზარი ფონდის საქველმოქმედო ნომერზე - 0 901 777 771. ზარის ღირებულება 1 ლარია. 

გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის!