ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთში დიმიტრი ამილახვრის ქუჩა განახლდება.
ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები კომპანია GWP-მ უკვე გამოცვალა. ამის შემდეგ კი გამგეობა საგზაო პროექტს დაიწყებს.
10 000-ზე მეტი კვ.მ ფართობის ქუჩაზე მოწესრიგდება გზის საფარი, დაიგება ასფალტი და მოეწყობა სანიაღვრე ქსელი.
საგზაო პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 1 100 000 ლარს შეადგენს.
ამავე ქუჩაზე, ამილახვრის N23-ში, დაახლოებით, ერთ ჰექტარ ფართობზე, განახლდება დასასვენებელი სივრცე, სადაც სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის ადამიანებისთვის კომბინირებული სივრცე განთავსდება.
პროექტის მიმდინარეობისას, ტერიტორიაზე არსებული სპორტული მოედნის მოწესრიგებაც იგეგმება.

