22 ნოემბერს, ამერიკული ავიაკომპანია Delta-ს ათასზე მეტი რეისი თვითმფრინავის წონის გამომთვლელი ავტომატიზებული სისტემის მუშაობაში მომხდარი შეფერხების გამო გადაიდო. დილით გადამზიდავმა განაცხადა, რომ თანამშრომლები გაფრენების უზრუნველსაყოფად გამოთვლის ხელით მეთოდებს მიმართავდნენ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სისტემამ მუშაობა განაახლა.
Delta-ში განაცხადეს, რომ დახმარებას უწევენ დაზარალებულ მგზავრებს, რომლებსაც სასტუმროს ნომრები ან კვება ესაჭიროებათ, თუმცა იმედოვნებენ, რომ ყველა გადადებული რეისი დღის ბოლომდე შესრულდება. შეფერხება მადლიერების დღის წინა პერიოდში მოხდა, რომელიც 2026 წელს აშშ-ში 26 ნოემბერს უწევს. ამ პერიოდში ამერიკელები ქვეყნის მასშტაბით განსაკუთრებით აქტიურად მოგზაურობენ, რათა დღესასწაულს ახლობლების წრეში შეხვდნენ.
FlightAware-ის მონაცემებით, კვირა საღამოს მდგომარეობით, სულ Delta-ს რეისების 58% — დაახლოებით 2000 რეისი იყო გადადებული. ავიაკომპანიაში განმარტეს, რომ შეფერხებასთან დაკავშირებულია გადადებებისა და გაუქმებების მხოლოდ 70%, დანარჩენი კი არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობებით არის განპირობებული.