საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის სამეცნიერო-აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, რომელშიც აკადემიკოსები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები,მკვლევრები და დარგის ექსპერტები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა ენერგეტიკის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზერომელიც დარგის პრაქტიკულად ყველა სეგმენტს მოიცავს და აღნიშნარომ სტრატეგიის განხორციელების პროცესში აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობას სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს

მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა სექტორში მიმდინარე მასშტაბურ რეფორმებზერომელთა მიზანია საქართველოს l ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და განაცხადარომ ამმიზნით, 2030 წლისთვის ქვეყნის ჯამური დადგმული სიმძლავრე 11 500 მეგავატამდე უნდა გაიზარდოს

მინისტრის განმარტებითსტრატეგია ასევე მოიცავს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებასმათ შორის ქვესადგურებისადა გადამცემი ხაზების მშენებლობასა და მოდერნიზაციასმისი თქმითუკვე შემუშავებულია ელექტროსისტემის განვითარების ხედვა და სამოქმედო გეგმარომელიც დამატებითი ინვესტიციების განხორციელებასაც ითვალისწინებს.

როგორც შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნაენერგეტიკული სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია მსხვილი ჰიდროენერგეტიკული პროექტების განვითარებამათ შორის ხუდონისნამახვანისა და ნენსკრას ჰესებირაც არსებითად შეცვლის სექტორის სტრუქტურას და გაზრდის ადგილობრივი გენერაციის შესაძლებლობებსგანსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გაზიფიცირების პროცესსენერგეტიკული ქსელის გაფართოებას და ინფრასტრუქტურის გაძლიერებასშეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა ელექტროენერგიის მოხმარების ყოველწლიურად მზარდი დინამიკარაც გენერაციისა და გადაცემის შესაძლებლობების კიდევ უფრო მეტად გაფართოებას საჭიროებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართასამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებმა აღნიშნესრომ მსგავსი ფორმატის კომუნიკაცია მისასალმებელია,რადგან დარგში მომუშავე მეცნიერთა მოსაზრებების გათვალისწინებაvმნიშვნელოვანია დაგეგმილი რეფორმების ეფექტიანად განხორციელებისთვისშეხვედრაზე აღინიშნარომ მსგავსი ტიპის კომუნიკაცია სისტემატურ ხასიათს მიიღებსმინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნაგანაგრძოს სამეცნიერო საზოგადოებასთან თანამშრომლობა და მათი ხედვები პოლიტიკის ფორმირების პროცესში გაითვალისწინოს.

 შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე,  ასევე სახელმწიფო ელექტროსისტემისგაზის ტრანსპორტირების კომპანიისნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსეკონომიკისა დამდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული მიმართულების დეპარტამენტების ხელმძღვანელები დაესწრნენ.