ვაკის რაიონის გამგეობის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანამშრომლობა გრძელდება.
"ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას I კვარტლის N24 კორპუსის მიმდებარედ ოთხივე სადარბაზოს შიდა და გარე წყალარინების ქსელის განახლების სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, გამოიცვლება მილები და ჭები, რეაბილიტირებულ პერიმეტრზე კი ასფალტის საფარი დაიგება.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” წესის თანახმად, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას, პროექტების ღირებულების 5-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის გადაწყვეტილებით, კორპუსის საერთო საჭიროებებს ხმარდება.
ამხანაგობა ვალდებულია, პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა განახორციელოს.

