„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის N6 კორპუსის ტერიტორიაზე წყალარინების ქსელის განახლების სამუშაოები მიმდინარეობს.
მიწისქვეშა სამუშაოებისას კორპუსის სამი სადარბაზოს წყალარინების შიდა ქსელის მილები და ჭები იცვლება, რეაბილიტირებულ პერიმეტრზე კი ასფალტის საფარი დაიგება.
სამუშაოების პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი, მაჟორიტარ დეპუტატთან ბექა გელენავასთან ერთად, გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

